Accessibility links

logo-print

თურქეთის ავიაციამ 35 სამოქალაქო პირი დახოცა,“ არა ტერორისტები“


თურქეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წუხელ მისი ავიაციის მიერ დახოცილი 35 ადამიანი "არა ტერორისტები", არამედ სამოქალაქო პირები იყვნენ, რომლებსაც კონტაბანდისტული გზით ერაყიდან თურქეთში საქონელი გადააჰქონდათ, თქვა თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ჰუსეინ ჩელიკმა. მისივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, ხომ არ იყო დაზვერვის შეცდომა, რასაც იერიშის შესახებ გადაწვეტილების მიღება მოჰყვა. ადრე თურქეთმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე შეირაღებული პირები იყვნენ ქურთებით დასახლებულ არეალში, რომელიც ერაყს ესაზღვრება. თურქეთის არმიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან მოაწყო იერიში მას მერე, რაც სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავმა ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრები ამოიცნო. არმია იტყობინებოდა, რომ აქვს ინფორმაცია ამ რაზმების მიერ თურქთის უშიშროების ძალების ბაზებზე თავდასხმის მოწყობის გეგმის შესახებ.
XS
SM
MD
LG