Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეა პხენიანს „უკეთეს ურთიერთობებს“ სთავაზობს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი მიონ ბაკმა განაცხად, რომ ის კვლავ ხედავს შესაძლებლობას უკთესი ურთიეთობა დამყარდეს ჩრდილოეთ კორეასთან მისი ხანგძლივი მმართველის, კიმ ჩონ ირის სიკვდილის შემდეგ. ლიმ საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა კვლავ „ღიას ტოვებს ფანაჯარას შესაძლებობისთვის“, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე. მან მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, რომელსაც ახლა მართავს კიმ ჩონ ინი, გარდაცვლილი ლიდერის ვაჟი, გამოავლინოს გულწრფელობა და გააფრთხილა პხენიანი ამასთან, რომ პროვოკაციებს მკაცრ პასუხს გასცემს. ლიმ პხენიანს მოუწოდა ასევე, შეაჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა, რათა გაგრძელდეს საერთაშორისო მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეასთან. სამხრეთ კორეის ეს მოწოდება გავრცელდა მას მერე, რაც კიმ ჩონ ინი „მმართველი პარტიის, სახელმწიფოსა და არმიის“ უმაღლეს ლიდერად გამოცხადდა. ჩრდილოეთი კორეის მედიამ ამას წინათ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კორეელთა მოღალატე და აშშ-ის მარიონეტი უწოდა.
XS
SM
MD
LG