Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშანბეში რელიგიურმა ფანატიკოსებმა თოვლის ბაბუა მოკლეს


დუშანბეში 30-მდე თავდამსხმელმა მოკლა თოვლის ბაბუის კოსტუმში გადაცმული ახალგაზრდა. დანებით შეიარაღებული ჯგუფის წევრები გაჰყვიროდნენ - ”შენ ურწმუნო ხარ!” ახალი წლის წინ ტაჯიკეთის მთავარმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ საახალწლო ნაძვის ხე, მისი მორთულობა და თამაშობები ეწინააღმდეგება ისლამის კანონებს. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთ სამინისტროში დაადასტურეს პარვიზ დავლატბეკოვის სიკვდილის ფაქტი, თუმცა არ აღიარეს, რომ მკვლელობა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მოხდა. პოლიციის განცხადებით მათ უკვე დააკავეს 3 ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG