Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაზსადენი ააფეთქეს


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად სავარაუდო ტერორისტმა გაზსადენი ააფეთქა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. მსხვერპლი არ არის. აფეთქება მღელვარე ჰომსის პროვინციის ქალაქ რასტანის სიახლოვეს მოხდა. სააგენტო „სანას“ თანახმად, აფეთქების შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ორ ელექტროსადგურს. მარტის თვიდან, მას შემდეგ, რაც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო, გაზსადენზე რამდენჯერმე მოხდა აფეთქება. მთავრობა აფეთქების მოწყობაში „ტერორისტებასა“ და „საბოტიორებს“ ადანაშაულებს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ტერორიზმის შიშით რეჟიმი ქუჩებში საკუთარი მომხრეების დარაზმვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG