Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკის ცენტრში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღეს დამასკის ცენტრალურ რაიონში მოხდა აფეთქება, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, აფეთქება „ტერორისტებმა“ მოაწყვეს. სირიის საინფორმაციო სააგენტო სანაას ინფორმაციით, დაიღუპნენ ძირითადად სამოქალაქო პირები, ასევე ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე თანამშრომელი. სირიაში ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ. გაეროს თანახმად, ამ პერიოდში ძალადობის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG