Accessibility links

logo-print

ათენში მარტის ბოლოს შეიძლება ავღანეთის საელჩო გაიხსნას


ათენში მარტის ბოლოს შეიძლება გაიხსნას ავღანეთის საელჩო. ამის შესახებ განაცხადა ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობა. საბერძნეთში ყოველწლიურად 50 ათასამდე ლტოლვილი ჩადის ავღანეთიდან. მრავალი მათგანი მაწანწალობს, არ გააჩნია ფული და საბუთები, ზოგი ციხეში ხვდება. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ წელს პატიმრობიდან ასამდე უკანონო მიგრანტი თანამემამულის გათავისუფლება მოახერხა. პასპორტები მიენიჭა ექვსასამდე ავღანელს, რომლებმაც შინ დაბრუნება გადაწყვიტეს.
XS
SM
MD
LG