Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი უცხო ძალებს ადანაშაულებს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უცხო ძალებს ადანაშაულებს სირიის დესტაბილიზაციის მცდელობაში. ასადმა დღეს დამასკში განაცხადა, რომ „უცხოეთის შეთქმულება“ იწვევს კრიზისს მის ქვეყანაში, მაგრამ შეთქმულება წარუმატებელია და „არავინ აღარ ტყუვდება“. ასადის დღევანდელი სიტყვა სირიაში შექმნილ ვითარებაზე არის მისი პირველი გამოსვლა მას შემდეგ, რაც ის გასულ თვეში დათანხმდა არაბული ლიგის მოთხოვნას დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოღების შესახებ. ამასთან, ასადმა დღეს გააკრიტიკა არაბული ლიგა, რომელიც, მისი აზრით, თავს ვერ ართმევს სირიაში შუამავლობის მცდელობას. არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიას აკრიტიკებენ სირიელი ოპოზიციონერებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამკვირვებლები მეტისმეტად ლმობიერად აფასებენ ასადის რეჟიმის ქმედებებს. გაეროს შეფასებით, სირიაში 5000-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG