Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდებოდა მეზღვაურების თაობაზე მოლაპარაკება


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდებოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოლაპარაკება რამდენჯერმე ჩიხშიც მოექცა, მაგრამ ხელისუფლება მსგავს ვითარებას არ შეურიგდა. ”ეს არის მაგალითი იმისა, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო და მას დასაკარგი ხალხი არ ჰყავს", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი შეფასებით, კარგად იმუშავეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მისმა მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG