Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბი მეთვალყურე აკრიტიკებს ვითარებას სირიაში


სირიიდან გაემგზავრა არაბული ლიგის სამეთვალყურეო მისიის წევრი, ალჟირელი ანვარ მალეკი, რომელიც აცხადებს, რომ სირიაში იხილა ძალადობის მრავალი ფაქტი და მეთვალყურეთა მისია არაფერს აკეთებს ძალადობის შესაჩერებლად. როგორც მალეკმა ჟურნალისტებს უთხრა, მან 15 დღე დაჰყო ქალაქ ჰომსში, სადაც „საზარელი სცენები“ და დამწვარი გვამები იხილა. ჰომსი მიჩნეულია სირიაში გასული წლის მარტში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ ეპიცენტრად. არაბული ლიგის სამეთვალყურეო მისიამ, რომელიც ამჟამად 165 წევრისაგან შედგება, 26 დეკემბერს დაიწყო მუშაობა. მას ევალება შეამოწმოს, ასრულებს თუ არა სირია შეთანხმებას, რომლითაც ივალდებულა ანტისამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოღება. მაგრამ, მალეკის თქმით, ის სირიას ტოვებს, რადგან ფიქრობს, რომ იქ ყოფნით სირიის რეჟიმს ემსახურება, რახან ვერ უშლის ხელს დემონსტრანტების დახოცვას. დღესვე, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა მიმართა ათასობით მომხრეს დამასკის ცენტრში ჩატარებულ მიტინგზე და პირობა დადო, რომ დაამარცხებს "შეთქმულებას" მის ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG