Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზს“ შორის ისევ უთანხმოებაა


რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ შეშფოთებულია კომპანია „უკრაინის ნაფტოგაზის“ განცხადებით, რომ ის გაანახევრებს რუსეთიდან გაზის იმპორტის მოცულობას. ეს შეშფოთება გამოთქვა "გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, უკრაინის მხარე ვალდებულია, ასეთი ცვლილებების შესახებ ნახევარი წლით ადრე შეატყობინოს რუსეთის მხარეს. თავის მხრივ, „ნაფტოგაზი“ აცხადებს, რომ „ათამდე წერილი“ აქვს გაგზავნილი „გაზპრომისათვის“. კომპანიის განმარტებით, უკრაინის ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირდა მოთხოვნა რუსეთის გაზზე, რის გამოც ის აპირებს 2012 წელს იმპორტის შემცირებას 52-დან 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე. „გაზპრომის“ მტკიცებით, კომპანიებს შორის მოქმედი კონტრაქტი არ ითვალისწინებს ასეთ ცვლილებას.
XS
SM
MD
LG