Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ირის ცხედარს მავზოლეუმში დაასვენებენ


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, გარდაცვლილ ლიდერს, კიმ ჩენ ირს დაასვენებენ ფხენიანში მდებარე კუმსუსანის მემორიალურ სასახლეში. ამავე მავზოლეუმში 1994 წლიდან არის დასვენებული კიმ ჩენ ირის მამის, ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის ბალზამირებული ცხედარი. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება ასევე, რომ ჩრდილოეთ კორეაში აღიმართება კიმ ჩენ ირის ძეგლი და „კოშკები მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად“.
XS
SM
MD
LG