Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველთა სიები გაცილებით ზუსტი იქნება


საქართველოში ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი, ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ კომისიის მუშაობა შედეგიანი იქნება და მონაცემები, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდება, გაცილებით ზუსტი და სანდო იქნება, ვიდრე დღეს არის. მამუკა კაციტაძე ჟურნალისტებს ესაუბრა კომისიის მუშაობის მეთოდოლოგიაზე და კარდაკარის პრინციპზე, რომლის მეშვეობითაც სიების დაზუსტება იგეგმება. მისი განმარტებით, პროცესის დასკვნითი ნაწილი იქნება შედეგების ხელახლა გაკონტროლება და ამ პროცესზე დაკვირვება შეეძლება ნებისმიერ მსურველ პოლიტიკურ, არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.
XS
SM
MD
LG