Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა მეზღვაურების გათავისუფლებისათვის მოხელეები დააჯილდოვა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გამოხსნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე ბრწყინვალების ორდენით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი კი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა. ასევე, ქვეყნის პირველმა პირმა ღირსების ორდენით გემის “ოლიბ ჯის” კაპიტანი მემედ ზაქარაძე დააჯილდოვა, რომელსაც ზღვაოსნობაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს და უამრავი მეზღვაური ყავს აღზრდილი. დაჯილდოების ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ქართული ზღვაოსნობის სკოლისა და აკადემიის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტია, რომ ქართული ზღვაოსნობის სკოლა უახლოს მომავალში კვლავ დაუბრუნდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG