Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკი ”ქართუ” აპირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივლოს


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი "ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ”ქართუში” ეროვნული ბანკის რევიზია არჩევნებამდე გაგრძელდება. ამასთან, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შემოწმების დაწყების დღიდან ეროვნული ბანკის წარმომადგენლები რეალურად არაფერს სწავლობენ და მხოლოდ მიმდინარე ოპერაციების წინასწარი შემოწმების რეჟიმით მუშაობენ. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ბანკი ”ქართუ” აპირებს საქართველოს ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივლოს და მოითხოვოს განმარტება, რის საფუძველზე და კონკრეტულად რას ამოწმებს. ”არ მაქვს იმედი, რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ იქნება ზეწოლა, ან თუ სასამართლო პროცესს არ მოვიგებთ, ეროვნული ბანკი "ქართუს" არჩევნებამდე დატოვებს", - განაცხადა დღეს ნოდარ ჯავახიშვილმა.
XS
SM
MD
LG