Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობას დემონსტრაციებზე


რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ემილ ბოკის განცხადებით, გასული კვირის მიწურულს ბუქარესტში, საპროტესტო აქციებისას მომხდარი ძალადობა დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას. ბუქარესტის ცენტრში შაბათ-კვირას გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ აქციებში გადაიზარდა, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუერთდნენ ფეხბურთის გულშემატკივარი ხულიგნები, რომლებმაც ქვები და აალებადი ყუმბარები დაუშინეს პოლიციელებს. ემილ ბოკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „კანონიერი“ უწოდა მშვიდობიან დემონსტრაციებს, მაგრამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია ძალადობა ქუჩებში. ოფიციალური ინფორმაციით, წუხელ ბუქარესტში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი. დააკავეს აქციების 30-მდე მონაწილე. დემონსტრაციები, რომლებიც რუმინეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, გამოიწვია ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტმა. მას ითვალისწინებს მომჭირნეობის ზომები, რომელთა მიღებაც რუმინეთმა ივალდებულა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან შეთანხმების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG