Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა კიდევ ხუთი გვამი იპოვეს „კოსტა კონკორდიაზე“


მაშველებმა დღეს კიდევ ხუთი გვამი იპოვეს სამგზავრო ლაინერზე, რომელმაც პარასკევს კატასტროფა განიცადა იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან. შედეგად, 11-მდე გაიზარდა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. კვლავაც დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე გერმანელი ტურისტი. სამგზავრო ლაინერი „კოსტა კონკორდია“, რომელშიც 4200-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, 13 იანვარს იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა და გადატრიალდა. „კოსტა კონკორდიას“ მფლობელების შეფასებით, კატასტროფა გამოიწვია შეცდომებმა, რომლებიც ვითარების შეფასებისას დაუშვა გემის კაპიტანმა, ფრანჩესკო სკეტინომ. კაპიტანი დაპატიმრებულია. ის ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG