Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკმა შეამცირა ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი


მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შენელდება ევროპაში რეცესიისა და განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის განვითარების ტემპის შენელების გამო. მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში ბანკი აცხადებს, რომ ”როგორც ჩანს, ევროპა უკვე რეცესიაშია” და რამდენიმე მნიშვნელოვან განვითარებად ქვეყანაში (ბრაზილიასა და ინდოეთში, ნაკლებად - რუსეთში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში) ეკონომიკის ზრდა შენელდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვნად დაწია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი - მიმდინარე წელს ის 2,5% იქნება, 2013 წელს კი - 3.1%. მსოფლიო ბანკის გასული წლის ივნისის პროგნოზით მსოფლიო ეკონომიკა ორივე წელიწადს 3,6%-ით უნდა გაზრდილიყო. ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა კვლავაც უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე მდიდარი და განვითარებული ქვეყნებისა. თუმცა, ბანკმა საპროგნოზო მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებთან მიმართებითაც დაწია და მიმდინარე წლისთვის ის 5,4%-ს შეადგენს, 2013-ში კი - 6%-ს.
XS
SM
MD
LG