Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს


რუსეთი კვლავ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელებს - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა უარყო, რომ მოსკოვი ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევს და დასძინა, რომ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. ლავროვმა უარყო ამ საკითხის რაიმე კავშირიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წევრობა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, ამ საკითხის განხილვა სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან ერთად შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG