Accessibility links

პაკისტანის და აშშ-ის ურთიერთობას კვლავ გადახედვა სჭირდება


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა დღეს, რომ აშშ-თან მისი ქვეყნის ურთიერთობა კვლავ შეჩერებულია ნატოს საჰაერო თავდასხმის შემდეგ. ჰინა რაბანი ხარმა განაცხადა, რომ სანამ კვლავ განხილვის პროცესი არ დასრულებულა, კვლავ შეკავშირების პროცესი ვაშინგტონთან ვერ დაიწყება. ხარმა იქვე თქვა, რომ კავშირი აშშ-თან სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო ორივე მხარისთვის. 26 ნოემბერს ნატოს ავიაციის მიერ განხორცლებელ იერიშს ავღანეთის საზღვართან, 24 პაკისტანელი სამხედრო შეეწირა. ამას მოჰყვა ორი ქვეყნის ურთიერთობის გამწვავება.
XS
SM
MD
LG