Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალი სალმან რუშდი აღარ აპირებს ინდოეთში ფესტივალზე დასწრებას


ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი აღარ აპირებს ინდოეთში ლიტერატურულ ფესტივალზე დასწრებას პროტესტის გამო, რომელსაც მუსლიმი სასულიერო პირების ნაწილი გამოთქვამს. ჯაიპურის ლიტერატურულ ფესტივალში სალმან რუშდის მონაწილების გეგმამ უკმაყოფილება გამოიწვია მუსლიმების იმ ნაწილში, რომელიც მკრეხელურად მიიჩნევს რუშდის 1988 წელს გამოსულ რომანს, „სატანურ ლექსებს“. გასულ კვირაში მუსლიმი სასულიერო პირების ჯგუფმა ინდოეთის მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას რუშდის მონაწილეობა ხუთდღიან ფესტივალში, რომელიც დღეს დაიწყო. „სატანური ლექსები“ ინდოეთში აკრძალულია, თუმცა მის 65 წლის ავტორს ადრე აქვს მიღებული მონაწილეობა ჯაიპურის ფესტივალში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე.
XS
SM
MD
LG