Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იგრიკაზე” ყადაღის დასაწესებლად სასამართლოს მიმართა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ"


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებად ქცეულ შპს ”იგრიკაზე” ყადაღის დასაწესებლად სასამართლოს მიმართა ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებულმა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ." "იგრიკა" ბოლო დრომდე ეკუთვნოდა სტუდია "მაესტროს" გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს, რომელმაც შპს მიჰყიდა ეკატერინა ხვედელიძის კომპანია "აქცეპტს." განცხადებაში, რომელიც ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” გაავრცელა, ნათქვამია, რომ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, ილია კიკაბიძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ წილს "იგრიკაში" ყადაღა უნდა დაუწესდეს. თავის მხრივ, ეკატერინა ხვედელიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანიის მოთხოვნა აბსურდულია. თადუმაძემ დღეს სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ილია კიკაბიძე ”იგრიკაში” წილს აღარ ფლობს და 18 იანვრიდან მისი 100%-იანი მესაკუთრე შპს ”აქცეპტია.”
XS
SM
MD
LG