Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ პროხოროვმა წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა


რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, პირობას დებს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ოთხ წლამდე შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტობის ამჟამად ექვსწლიან ვადას. ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენის წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. პროხოროვი აპირებს აგრეთვე, აღადგინოს ფედერაციის საბჭოს წევრების, გუბერნატორების, მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევნები. პროხოროვმა უკვე მოაგროვა ორ მილიონზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერები, რაც აუცილებელია რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გასავლელად, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ხელმომწერთა სიის შემოწმების პროცესი. 29 იანვარს ცნობილი გახდება რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა სია.
XS
SM
MD
LG