Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა


იემენის გადამდგარმა პრეზიდენმა ალი აბდალა სალეჰმა ქვეყანა დატოვა და სამკურნალოდ აშშ-ი გაემგზავრა. იემენის ზუსტი მარშრუტი უცნობია, თუმცა, მოელიან, რომ თავდაპირველად სალეჰი მეზობელ ომანში ჩავა და იქიდან გაემგზავრება აშშ-ში. როგორც სალეჰის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციით ირკვევა, იემენის პრეზიდენტმა საკუთარ მომხრეებს პრეზიდენტის პოსტზე 30 წლიანი მოღვაწეობის დროს დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალში იგი დაბრუნდება იემენში და საკუთარი პარტიის საქმიანობას უხელმძღვანელებს. სალეჰმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება ოპოზიციასთან თითქმის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ მიიღო. იემენში საპრეზიდენტო არჩევნები 21 თებერვალსაა დანიშნული. მოელიან, რომ არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი მანსურ ხადი გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG