Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გააგრძელებს სწავლებებს ჰორმუზის სრუტეში


ირანი აცხადებს, რომ სამხედრო სწავლებები ჰორმუზის სრუტეში გეგმის თანახმად გაგრძელდება და 19 თებერვლამდე გასტანს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სრუტე ინციდენტების გარეშე განვლო ამერიკულმა ავიამზიდმა ”აბრაამ ლინკოლნმა” ბრიტანული და ფრანგული ხომალდების თანხლებით. სპარსეთის ყურეში უკვე აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ორი ავიამზიდი დგას. შაბათს ირანმა შეარბილა რიტორიკა და უარი თქვა პირდაპირ მუქარაზე ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შესახებ, თუ თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებენ.
XS
SM
MD
LG