Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააფართოვა სანქციები ბელორუსიის რეჟიმის წინააღმდეგ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ სანქციები ბელორუსიის რეჟიმის წინააღმდეგ. აღნიშნული ნაბიჯი ბრიუსელს უფლებას აძლევს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები და გაყინოს იმ პირთა ანგარიშები, ვინც პასუხისმგებელია ბელორუსიაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში. სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დამნაშავე არიან პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიებში, ასევე მათზე, ვინც აფინანსებდა და ანდა ფინანსდებოდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმისგან. 2010 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსიაში დაწყებული მასობრივი რეპრესიების გამო ევროკავშირმა სანქციები 200 მოხელეს და სამ კომპანიას დაუწესა. ახალი კრიტერიუმების შემუშავების შედეგად დადგინდა ახალ პირთა ვინაობა, რომლებიც უკვე არსებულ „შავ სიას“ უახლოეს კვირებისა და თვეების განმალობაში დაემატება.
XS
SM
MD
LG