Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალია ევროკავშირს მიბაძავს და ირანს სანქციებს დაუწესებს


ავსტრალია აცხადებს, რომ ევროპის კავშირის მაგალითს გაიმეორებს და ირანიდან ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ამ განცხადებით სამშაბათს, გამოვიდა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კევინ რადი, ლონდონში ვიზიტით ყოფნისას. ევროკავშირმა ორშაბათს, 23 იანვარს გადაწყვიტა აკრძალოს ირანის ნავთობის იმპორტის თაობაზე ახალი კონტრაქტების გაფორმება, თუმცა განაცხადა, რომ ისლამუ რესპუბლიკასთან უკვე დადებული კონტრაქტები 1 ივლისამდე იმუშავებს. აკრძალვის მიზანია ირანზე ზეწოლის მოხდენა, რათა ის დაუბრუნდეს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამას ატომური იარაღის შექმნისთვის იყენებს - თუმცა თავად ირანი ამას უარყოფს. აკრძალვის გაპროტესტების მიზნით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს თავისთან გამოიძახა ევროკავშირის მორიგე სახელმწიფოს, დანიის ელჩი. ირანის ნავთობის სამინისტრო აცხადებს, რომ, მისი შეფასებით, ევროკავშირის სანქციები შედეგს არ მოიტანს, რადგან ირანი იოლად იპოვის ახალ ბაზრებს თავისი ნავთობისთვის.
XS
SM
MD
LG