Accessibility links

logo-print

ნიკოლოზ ლალიაშვილმა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოუწოდა


„ჰიუმან რაიტს უოჩის“ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. მისმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მოუწოდა, ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას ხელისუფლებაზე ზეწოლით მიაღწიონ. ამასთან, ლალიაშვილის შეფასებით, „ჰიუმან რაიტს უოჩის“დასკვნა არ არის ისეთი ამომწურავი, როგორიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იყო. ”საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით ყველაზე ამომწურავი დოკუმენტი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშია, რომელსაც როგორც ყოველთვის, პარლამენტი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს” - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
XS
SM
MD
LG