Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროსა და უფლებადამცველებს ლიბიაში შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედება აშფოთებთ


გაერო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ სულ უფრო მეტად აშფოთებს ლიბიაში შეიარაღებული დაჯგუფებების ნაბიჯები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ციხეებში მყოფი ადამიანების მდგომარეობა. ამ გაფრთხილების ფონია მუამარ კადაფის ერთ-ერთ ყოფილ ბასტიონად მიჩნეულ ბანი ვალიდში მომხდარი სისხლიანი შეტაკებები და ცნობები პატიმართა წამების შემთხვევების შესახებ. ლიბიიაში გაეროს წარმომადგენელმა, იან მარტინმა ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს მოახსენა, ამ ქალაქის შეიარაღებულ მცხოვრებთ და ყოფილ რევოლუციონერებს შორის შეტაკებებმა წარმოაჩინა სირთულეები, რომელიც ყოფილი ლიდერის მომხრეების და მისი რეჟიმის დამამხობელი ძალების შერიგების პერსპექტივას უკავშირდებაო. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილაის ცნობით, ყოფილ რევოლუციონერებს 60 საპატიმროში 8,500-მდე პირი ყავთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG