Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი: ევროკავშირის პრობლემების გადასაწყვეტად უფრო „გაბედული“ ნაბიჯებია საჭირო


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა უფრო „გაბედული“ ნაბიჯები უნდა გადადგან საიმისოდ, რომ ევროპამ შესძლოს თავისი ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას კამერონმა განაცხადა, ევროკავშირის ლიდერებმა პროცესებს უფრო გადამწყვეტი ფორმით უნდა უხელმძღვანელონ, ვინაიდან მხოლოდ „აქა-იქ გატარებული ზომები“ ევროკავშირის პრობლემებს ვერ გადაჭრისო. ამასთან, კამერონმა „სიგიჟე“ უწოდა ევროპის მხრიდან ფინანსურ ტრანსაქციებზე გადასახადის დაწესების პერსპექტივას. დავოსში მიმდინარე ყოველწლიურ კონფერენციას 2,600-ზე მეტი დელეგატი ყავს - მათ შორის პოლიტიკური ლიდერები და ბიზნესის სამყაროს წარმომადგენლები. დისკუსიების მთავარი თემა ევროს მოქმედების ზონის დავალიანების კრიზისი და ის გავლენაა, რომელსაც ეს კრიზისი გლობალურ პროცესებზე ახდენს.
XS
SM
MD
LG