Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ყაზახეთში გაიფიცნენ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები


დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გაიფიცნენ სამშენებლო კომპანიის მუშები, რომლებიც დასაქმებული არიან ამერიკა-ყაზახეთის ნავთობკომპანია „თენგიზშევროილის“ საწარმოს სარემონტო სამუშაოებზე. ხუთშაბათს დაწყებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასების ამჟამად, დაახლოებით, 600 დოლარიდან თითქმის 1000 დოლარამდე გაზრდას. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ატირაუს შესაბამისი რაიონის გენერალურ პროკურატურას დაწყებული აქვს მუშების მიერ წარდგენილი საჩივრის შესწავლა. როგორც იუწყებიან, გაფიცვაში მონაწილეობს 200-მდე პირი. ასევე დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ქალაქში, ჟანაოზენში დეკემბერში, სულ ცოტა, 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დაპირისპირებამ ნავთობმრეწველობის სფერში დასაქმებულებსა და უშიშროების ძალებს შორის.
XS
SM
MD
LG