Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერი ისრაელს აკრიტიკებს


პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობა" მოლაპარაკების შესახებ მოლაპარაკების" ჩაშლის გამო. აბასის თქმით, ისრაელის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი კონკრეტული წინადადება. ისრაელმა ადრე განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკება და სერიოზულად არის განწყობილი წლის ბოლოსთვის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის. აბასმა ამ დღეებში უნდა გადაწყვიტოს, დაუბრუნდებიან თუ არა პალესტინელები ორმხრივ კონსულტაციებს, მათი მომავალი სახელმწიფოს საზღვრების და უსაფრთხოების საკითხების შესახე, რომელიც ამანში იმართება იორდანიის მონაწილეობით. კონსულტაცები დაიწყო საერთაშორისო შუამავლების მოწოდებით, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ასე მომზადდებოდა ფართომასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყისი.
XS
SM
MD
LG