Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ”არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს”


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ”ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევის თავიდან აცილებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს”. ბარაქი თვლის, რომ ”ბოლო დროს დამტკიცებული სანქციები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ისინი დროულად უნდა გამკაცრდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მისაღწევად, თუკი ეს მიზანი საერთოდ მიიღწევა”. ეჰუდ ბარაქმა 2 თებერვალს აგრეთვე განაცხადა: ”დღეს, წარსულისგან განსხვავებით, ბევრს ესმის, რომ, თუკი სანქციებით სასურველი მიზანი - ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამის შეჩერება - არ მიიღწევა, საჭირო გახდება მოქმედებაზე გადასვლაზე ფიქრი”.
XS
SM
MD
LG