Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გენერალური გაფიცვა მოქმედებს


საბერძნეთში 24-საათიანი გენერალური გაფიცვა მოქმედებს. მისი მონაწილეები აპროტესტებენ მომჭირნეობის ზომებს, რომლებიც მიღებულია ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ცნობების თანახმად, შეზღუდულია მუშაობა სკოლებში, საავადმყოფოებში, სამინისტროებსა და ბანკებში. ფერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დღეს იმართება საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერების მორიგი შეხვედრა რეფორმებზე მოსალაპარაკებლად, რათა ათენმა მიიღოს მორიგი, 130 მილიარდი ევროს დახმარება. ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი ათენისათვის დახმარების მიწოდების პირობად ასახელებენ მომჭირნეობის დამატებით ზომებს, შრომის ბაზრის რეფორმას და ბანკების მხარდაჭერას. ვარაუდობენ, რომ მორიგი დახმარების გარეშე საბერძნეთს მომავალ თვეში, 20 მარტს ემუქრება დაფოლტი, ანუ სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა.
XS
SM
MD
LG