Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საფრანგეთი სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის ინიციატივას სირიასთან მიმართებით


საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დაეჭვებით ისაუბრეს რუსეთის ინიციატივაზე, იშუამავლოს სირიის კრიზისში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ განაცხადა, რომ არ სჯერა სირიის რეჟიმის მიერ გამოცხადებული არც ერთი პირობის - მათ შორის მათი, რომლებიც სამშაბათს დამასკში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა. ჟუპემ „მანიპულაცია“ უწოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადსა და ლავროვს შორის გამართულ მოლაპარაკებას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონიც ამბობს, რომ ფაქტობრივად არ სჯერა რუსული ინიციატივის ეფექტიანობის. დამასკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, ასადი მზად არის ძალადობა დასრულდესო. პარალელურად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს თქვა, საერთაშორისო თანამეგობრობა ზედმეტად ტლანქად არ უნდა მოიქცეს სირიაში ჩარევითო. თურქეთი აცხადებს, რომ სირიის საკითხზე რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს საერთაშორისო ძალების კონფერენცია.
XS
SM
MD
LG