Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები ხვალ დაბრუნდებიან საქართველოში


თურქი გემთფლობელის ტყვეობიდან ოდესაში გათავისუფლებული გემის ეკიპაჟის 7 ქართველი წევრი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებით, თბომავალ Filippa C-ზე საქართველოს მოქალაქეთა ტყვეობის შესახებ ინფორმაცია გასულ საღამოს მიიღეს ერთ-ერთი მეზღვაურისგან. ადმინისტრაციის ცნობით, პანამის დროშით მცურავი გემის მფლობელი თურქული კომპანიაა, რის გამოც შესაბამისი წერილები გაეგზავნა პანამისა და თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციებს და საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებს, რომელთა მონაწილეობით მეზღვაურების გათავისუფლება გუშინვე მოხერხდა. საზღვაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გემთმფლობელი, რომელიც ნარკოტიკების ტრანსპორტირებასა და აფრიკიდან იტალიაში ადამიანების უკანონო გადაყვანაშია ეჭვმიტანილი, მეზღვაურებს 18 იანვრიდან მუქარით აიძულებდა გემზე დარჩენას. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ტყვეობიდან უკრაინელმა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG