Accessibility links

logo-print

ჩინეთში ორი ტიბეტელი მოკლეს


ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში შინაგანი ძალების ჯარისკაცებმა მოკლეს ორი ტიბეტელი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ იანვრის საპროტესტო აქციებში. აქცია ჩინეთის ხელისუფლების მიერ ტიბეტის პოლიტიკური და კულტურული თავისუფლების ჩახშობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამერიკული რადიოსადგურის, ”თავისუფალი აზიის” ცნობით, 40 წლის ბერი ეშე რიგსალი და მისი 38 წლის ძმა ეშე სამდრუბი ხუთშაბათს მოკლეს. ისინი პოლიციას ტიბეტელების 23 იანვრის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ემალებოდნენ.
XS
SM
MD
LG