Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე მიიტანა იერიში


თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, ამ ქვეყნის საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ ერაყის ადგილებზე, რომლებიც ქურთი მეამბოხეების პოზიციებად არის მიჩნეული. უწყების ინფორმაციით, შეტევა შაბათს ღამით განხორციელდა გამოქვაბულებზე და სხვა სამალავებზე ერაყის ზაპისა და ჰარურკის რეგიონებში, თურქეთთან საზღვრის ახლოს. განცხადების თანახმად, ყველა თვითმფრინავი უვნებლად დაბრუნდა პოზიციებზე. მსხვერპლის და ნგრევის შეახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქეთის ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის ბრძოლამ ბოლო თვეებში ესკალაცია განიცადა. მეამბოხეები - რომელთა ნაწილი ჩრდილოეთ ერაყშია განლაგებული - თურქეთის ძირთადად ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთის დამოუკიდებლობისთვის 1984 წლიდან იბრძვიან. კონფლიქტს 45,000-მდე სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG