Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგა სირიაში არაბული ქვეყნების და გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების მოწოდებით გამოდის


არაბთა ლიგა გამოდის მოწოდებით, სირიაში არაბული ქვეყნების და გაეროს ერთობლივი სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდეს, რათა ბოლო მოეღოს 11-თვიან სისხლიან კონფლიქტს. არაბთა ლიგაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს კაიროში გამართეს შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გაუვრცელებიათ - თუმცა ტექსტი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის რეპორტიორებმა ნახეს. როგორც იუწყებიან, რეზოლუციის თანახმად, გაუქმებული იქნება სირიაში არაბთა ლიგის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც მუშაობა გასულ თვეში, ძალადობის ესკალაციის ფონზე შეწყვიტა. ლიგა აცხადებს, რომ სირიასთან ყველანაირ დიპლომატიურ თანამშრომლობას წყვეტს. კაიროში გამართული შეხვედრის ფონია სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტის ჩავარდნა გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთისა და ჩინეთის მიერ დადებული ვეტოს გამო. სირიიდან მოსული ცნობებით, მთავრობის ძალების მხრიდან თითქმის ერთი კვირის განმავლობაში წარმოებული შეტევის გამო ქალაქ ჰომსში ვითარება გაუსაძლისი ხდება - პირველადი მოხმარების პროდუქტები და საგნები უკვე დეფიციტს წარმოადგენს. აქტივისტების თქმით, 400-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს მთავრობის ძალებმა ამ ოპოზიციის ცენტრად მიჩნეულ ქალაქზე იერიში დაიწყეს.
XS
SM
MD
LG