Accessibility links

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად დასდეს ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის ოფიციალურად დასდო ბრალი სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. გილანი, რომელსაც პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ კორუფციის საქმის განახლების ხელისშეშლაში ადანაშაულებენ, თავს უდანაშაულოდ თვლის. გილანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიმართ ბრალდება პოლიტიკით არის გაპირობებული და ზარდარის, როგორც ქვეყნის მეთაურს, იმუნიტეტი იცავს. გილანი და ზარდარი პაკისტანის ”სახალხო პარტიის” ლიდერები არიან. თუკი გილანის დანაშაული დაუმტკიცდება, მას პოსტის დატოვება მოუწევს და შესაძლოა, პატიმრობაც მიუსაჯონ. ანალიტიკოსთა აზრით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს მთავრობის დაშლას, თუმცა, შესაძლოა, ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს და გააძლიეროს სამხედრო ძალაუფლება.
XS
SM
MD
LG