Accessibility links

logo-print

ეშტონი გმობს თავდასხმებს ისრაელის საელჩოებზე


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეთრინ ეშტონი გმობს ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. ეშტონის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "უმაღლესი წარმომადგენელი გმობს დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე თავდასხმებს ისევე, როგორც ნებისმიერ ტერორისტულ აქტს, რომელთა გამართლება არავითარ გარემოებაში არ შეიძლება". 13 თებერვალს მომხდარი თავდასხმების სამიზნე ისრაელის საელჩოს მანქანები იყო ინდოეთსა და საქართველოში. თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, დელიში კი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG