Accessibility links

logo-print

პაკისტანი ნატოს ავღანეთში საკვების გადაზიდვაში ეხმარება


პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავრობამ ნატოს დროებით საშუალება მისცა ქვეყნის ტერიტორია გამოიყენოს ნატოში თავისი სამხედროებისთვის საკვების მიწოდების მიზნით. მინისტრის, აჰმედ მუხტარის თქმით, ნატოს ამის უფლება მხოლოდ განსაზღვრული დროის განმავლობაში ექნება. მას არ დაუკონკრეტებია როდის გაიცა თანხმობა. გასულ კვირაში პაკისტანში აშშ-ის ელჩმა, კამერონ მუნტერმა თქვა, ნატო განაგრძობს ავღანეთში ძალების მომარაგების მიზნით ფრენებს, იმის მიუხედავად, რომ პაკისტანმა კოალიციის სატვირთო მანქანებს და ტანკერებს საზღვარი ჩაუკეტაო. ისლამაბადმა ეს გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო - აშშ-ის მიერ განხორციელებული იმ საჰაერო იერიშის პასუხად, რომელსაც შემთხვევით 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG