Accessibility links

სირიის პრეზიდენტმა ახალი კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ბრძანება გასცა


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ბრძანება გასცა 26 თებერვალს ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის შესახებ გაიმართოს რეფერენდუმი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დოკუმენტის პროექტი „ხალხს ხალხის მართვის საშუალებას აძლევს“. როგორც იუწყებიან, დოკუმენტის პროექტში გამოტოვებულია მუხლი, რომელიც მმართველ, ბაათის პარტიას „ერისა და საზოგადოების ლიდერად“ მოხსენიებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიესალმა რეფერენდუმის გამართვის ინიციატივას - მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია, რომელიც სირიაში ერთპატიულ მმართველობას დაასულებს, წინ გადადგმული ნაბიჯია. სირიაში უკვე 11 თვეა მიმდინარეობს ამბოხება ასადის გადადგომის მოთხოვნით. აქციებს მთავრობა ძალის გამოყენებით ახშობს. არის დიდძალი მსხვერპლი. ასადს საერთაშორისო ძალები მოუწოდებენ გადადგეს და დაასრულოს კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG