Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დააკავეს "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერები


„სააგენტო „ინტერსპრესნიუსის“ ინფორმაციით, გორში "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერები დააკავეს. დაკავებულები არიან ელგუჯა მახარაშვილი, ჯაბა და აკაკი ელიაშვილები. გორის პოლიციაში მივიდა, ამავე ცნობით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ვითარების გარკვევას ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება მოხდა სამხედრო პოლიციის თანამშრომლეთან, გოგიტა გლახაშვილთან გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო. ალასანიას გუნდის მხარდამჭერები დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე დააკავეს. ამ დროისთვის მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, როგორც პარტიის ოფისში აცხადებენ, აღნიშნულ ინციდენტს წინ უძღოდა ზეწოლა ასევე პოლიციელის მხრიდან ელგუჯა მახარაშვილის მამაზე, გოდერძი მახარაშვილზე, რომელიც სოფელ მერეთში, "თავისუფალი დემოკრატების" კოორდინატორია. როგორც გოდერძი მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ტყვიავის პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ხმიადაშვილმა მიაყენა, რომელმაც კატეგორიულად მოსთხოვა, დაეტოვებინა "თავისუფალი დემოკრატების" რიგები, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილების დაპატიმრებით დაემუქრა.
XS
SM
MD
LG