Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი შიშობს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უილიამ ჰეიგის თანახმად, აშკარაა, რომ ირანი აპირებს შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი, რაც წარმატების შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში ბირთვული შეიარაღების ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ ჰეიგმა გაზეთ „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ასეთი განვითარება გამოიწვევს რეგიონი დესტაბილიზაციას და ახლო აღმოსავლეთში ცივი ომის საფრთხით ემუქრება", - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის. აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კლეპერის მიერ, სენატის კომიტეტის წინაშე პარასკევს გაკეთებული განცხადებით, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ირანმა ერთ ან ორ წელიწადში ატომური ბომბი იქონიოს, მაგრამ პრაქტიკულად ძნელად სავარაუდო.
XS
SM
MD
LG