Accessibility links

logo-print

ვიტალი კლიჩკომ შეინარჩუნა WBC-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული


უკრაინელმა მძიმეწონოსანმა პროფესიონალმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ დაამარცხა მისი მეტოქე, ბრიტანელი დერეკ ჩისორა და შეინარჩუნა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის ტიტული WBC-ის (მსოფლიო ბოქსის საბჭოს) ვერსიით. მიუნხენის ოლიმპიურ არენაზე ორთაბრძოლა 12 რაუნდს გრძელდებოდა, რის შემდეგ მსაჯებმა ქულებით გამარჯვება ვიტალი კლიჩკოს მიანიჭეს. მატჩის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ შეაქო ჩისორას „სოლიდური ბრძოლა“, თუმცა დაამატა, რომ „მას, როგორც ადამიანს არავითარ პატივს არ სცემს.“ ჩისორამ კლიჩკოს სახეში სილა გააწნა აწონის დროს პარასკევს და ორთაბრძოლის დაწყების წინ კი უკრაინელ მოკრივეს სახელში წყალიც შეასხა. ორთაბრძოლის შემდეგომ გამართულ პრესკონფერენციის დროს კი ჩისორა წაეჩხუბა ბოქსიორ დევიდ ჰეის, რომელმაც გასულ ივლისში WBA-ს ტიტული დათმო ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლაში. ამ ჩხუბის გამო პოლიციამ ჩისორა დააკავა და პოლიციაში ჩვენება ჩამოართვა. მსოფლიო ბოქსის საბჭომ კი დერეკ ჩისორა 50 ათასი დოლარით დააჯარიმა, სპორტსმენისათვის შეუფერებელი საქციელის გამო.
XS
SM
MD
LG