Accessibility links

ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარებაზე


ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას საბერძნეთისთვის 130 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. დახმარების მიზანია საბერძნეთის ვალი 2020 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 120,5%-მდე შემცირდეს. ფასიანი ქაღალდების კერძო მფლობელებს მოეთხოვებათ ზარალის განაწილება. ევროჯგუფის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში მრავალსაათიანი შეკრების შემდეგ, შუაღამისას განაცხადა: ”სულ ცოტა, ცამეტი თუ თოთხმეტსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მივაღწიეთ შორსგამიზნულ შეთანხმებას ახალ პროგრამაზე საბერძნეთისთვის და კერძო სექტორის ჩართვაზე, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს საბერძნეთის ვალს”. კერძო კრედიტორები საბერძნეთს ვალის 53,5%-ს, ანუ 100 მილიარდ ევროს ჩამოაწერენ. მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთს ფინანსური დახმარება 20 მარტამდე მიეწოდოს, რადგან ამ დროისთვის საჭირო იქნება ობლიგაციების დაფარვა.
XS
SM
MD
LG