Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვარი“ მოითხოვს სირიაში ცეცხლის ყოველდღე შეწყვეტას


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოითხოვს სირიაში ცეცხლის ყოველდღე შეწყვეტას, სულ ცოტა, ორი საათით, რათა გადაუდებელი დახმარება მიაწოდონ სამოქალაქო პირებს. ორგანიზაციის პრეზიდენტ იაკობ კელენბერგერის განცხადებით, ვითარება ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში, მათ შორის ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში, მოითხოვს ბრძოლის „დაუყოვნებლივ“ შეჩერებას. აქტივისტების ცნობით, სამშაბათს, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა ჰომსში, რომელსაც დღეს ჭურვები დაუშინეს მთავრობის ჯარებმა. ჰომსი ზედიზედ მე-18 დღეა ალყაშემორტმული. ასევე სამშაბათს, აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრაციას ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს უნივერსიტეტში. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. უფლებადამცველების შეფასებით, სულ ცოტა, 6000 ადამიანია მოკლული სირიაში მას შემდეგ, რაც ამ ერთი წლის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG