Accessibility links

logo-print

სირიაში ჩავა გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელი


გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელი ვალერი ამოსი სირიაში ჩავა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სირიაში, კონფლიქტური ზონის მოსახლეობისთვის. ბაშარ ალ-ასადის ძალები განაგრძობენ ჰომსზე შეტევას. ოთხშაბათს დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი უცხოელი ჟურნალისტი - მარი კოლვინი და რემი ოშლიკი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ასადის ეპოქა უნდა დასრულდეს. ვაშინგტონმა დაგმო ჟურნალისტების მკვლელობა. მოსკოვმა კი განაცხადა, რომ ”ეს ტრაგიკული მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ძალადობის დასრულების საჭიროებას”.
XS
SM
MD
LG