Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვის შედეგებით, პუტინი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს


რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაცია „ლევადას ცენტრმა“ გამოაქვეყნა ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში. „ლევადას ცენტრის“ მონაცემებით, პუტინი მიიღებს ხმების, სავარაუდოდ, 66 პროცენტს. ეს შედეგი მოჰყვა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 1600-მდე პოტენციური ამომრჩევლის გამოკითხვას, რომელიც 17-20 თებერვალს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში5 პუტინი ექვსწლიანი ვადით დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე. მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა 2000 და 2004 წლებში.
XS
SM
MD
LG