Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აქებს ბელგრადისა და პრიშტინის შეთანხმებას


ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე აცხადებს, რომ სერბიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კოსოვოს ეთნიკური ალბანელების დელეგაციასთან მოლაპარაკებაზე მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის საკითხებსა და ბალკანეთის რეგიონულ შეხვედრებში კოსოვოს მონაწილეობაზე. ფიულეს შეფასებით, შეთანხმება, რომლის შესახებაც დღეს ბრიუსელში გაკეთდა განცხადება, არის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი გადაწყვეტილებისაკენ, აღიარონ თუ არა სერბია ევროკავშირის წევრობის კანდიდატად. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, სერბიას არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG